ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით საჭიროა მოქმედება და არა – საუბარი. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა თეირანის აეროპორტში განაცხადა.
მან ასევე აშშ ომის გაფართოებაში დაადანაშაულა.
„ამერიკა ამბობს, რომ მას არ სურს ომის გაფართოება და ის უგზავნის ძლიერ გზავნილებს ირანს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. თუმცა ეს განცხადებები არ შეესაბამება ამერიკის მოქმედებებს. ომის მანქანა ღაზაში ამერიკის ხელშია, რომელიც აფერხებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და აფართოებს ომს“, – განაცხადა რაისიმ.