ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ოკუპანტებმა ასეთი ნაბიჯების შემთხვევაში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადონ” – იოსელიანი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ოკუპანტებმა ასეთი ნაბიჯების შემთხვევაში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადონ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან დიდი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ პირველივე წუთიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებით ყველაფერში ჩართული ვართ. მთავარია დღეს, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ გამეორდეს. ამაში გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, ამაში გვჭირდება ხელისუფლების აქტიური ნაბიჯები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენც, ამ შემთხვევაში, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, ეს ინფორმაცია მივცეთ და მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან, ან თუ გადადგამენ ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი“, – განაცხადა იოსელიანმა.

იტვირთბა....