ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე კონტროლს ისრაელის თავდაცვის ძალები შეინარჩუნებენ და საერთაშორისო ძალებს არ გადასცემენ” – ნეთანიაჰუ

“ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე კონტროლს ისრაელის თავდაცვის ძალები შეინარჩუნებენ და საერთაშორისო ძალებს არ გადასცემენ” – აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ ისრაელს არ სურს ღაზის სექტორის ხელახალი ოკუპაცია ან მართვა.

“ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის ოკუპაციას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამოქალაქო მთავრობა, რომელიც იქ იქნება. რასაც მე ველოდები ღაზის მოსახლეობისთვის, არის აღდგენილი ღაზა. რაც ჩვენ გვინდა ვნახოთ, არის დემილიტარიზებული, დერადიკალიზებული და აღდგენილი ღაზა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

იტვირთბა....