ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“”ოცნება” ყველა ფორმატში რუსეთის დასჯაზე უნდა ყვიროდეს” – გირჩი ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსეთმა იმ სისასტიკისთვის, რასაც სჩადის, ფასი უნდა გადაიხადოს. როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო წნეხით.

პოლიტიკოსის თქმით, ახლა “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველგან რუსი ოკუპანტების დასჯას უნდა ითხოვდეს.

რუსეთის ბუნება რომ არ იცვლება, ცხადია. არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ მოიქცევი, რუსეთი იქცევა ისე, როგორც მას უნდა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, კითხვა უნდა დაისვას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ასე არ მოიქცეს. აქ მარტო ერთი პასუხი არსებობს, იმ ხალხს ესმის მხოლოდ ძალის, უნდა გადაიხადონ ფასი ამისთვის. ეს ფასი შეიძლება საერთაშორისო წნეხით გადაახდევინო და ყველა ფორმატში ამაზე უნდა ყვიროდეს საქართველოს მთავრობა, ოღონდ ახლა კი არ უნდა დაიწყოს ყრილი, ახლა დაგვიანებული არის. როდესაც მოდიოდნენ ხელისუფლებაში პროგრამაში რომ ეწერათ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემები არ უნდა ფიგურირებდეს საერთაშორისო დღის წესრიგშიო, ამას მიაღწიეს. საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით, გამოთაყვანებულია, დააჯერეს, რომ თუ ამ საკითხებს ამოიღებდნენ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგდებოდა – აღნიშნა გირჩი ჯაფარიძემ.

იტვირთბა....