ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არც ოთხოზორიაზე, არც ტატუნაშვილზე არათუ რამე გააკეთა ხელისუფლებამ, არამედ ჩამოწერილი სია გააქრო – ხოშტარია

დროას” ლიდერი “დღის ამბებში” ამბობს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის დასასჯელად არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის გვარი ყველაზე ხმამაღალი ტრიბუნიდან უნდა ისმოდეს. ხელისუფლებამ ყველას უნდა უთხრას, რომ ეს ჰუმანიტარული კატასტროფის ნაწილია, თუმცა მმართველი პარტია ამას არ აკეთებს.

ის რომ რუსეთი ადამიანებს კლავს, ეს არ არის ახალი. ეს ხდება უკრაინაში და საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ჩვენთან. აქ მთავარია, რას აკეთებს მთავრობა, აქ არ არის თვითმიზანი, რომ ხელისუფლებაზე ილაპარაკო, რადგან “ქართული ოცნებას” ჩვენს ცხოვრებაში მძიმე ეპიზოდია, აქ მთავარია რა ხედვა გაქვს, რომ შენი მოქალაქეები დაიცვა. როდესაც შენ იცი, რომ რუსეთი არის საფრთხე, შენ ყველანაირად უნდა ეცადო, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც რუსეთს სჯიან, ოთხოზორია-ტატუნაშვილის გვარი ძალიან ხმამაღალი იყოს და ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფის ნაწილი. არც ოთხოზორიაზე, არც ტატუნაშვილზე არათუ რამე გააკეთა ხელისუფლებამ, არამედ ჩამოწერილი სია გააქრო – აღნიშნა ხოშტარიამ.

იტვირთბა....