ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეს არის ავანსი საქართველოს სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხის გამო – ხატია დეკანოიძე

“ევროოპტიმისტების” ლიდერი ხატია დეკანოიძე ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ავანს უწოდებს და ამბობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯებისა, ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს.

დეკანოიძის თქმით, მმართველ ხელისუფლებას თავდაპირველად პროდასავლური განცხადებები გააჩნდა, თუმცა დროთა განმავლობაში, საკუთარი კურსი რუსეთისკენ შეცვალა.

საქართველოს ხელისუფლებამ რაც არ გააკეთა, პირველ რიგში, ეს იყო ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა, ამიტომ მეტწილად ეს არის ავანსი საქართველოს სახელმწიფოსთვის ქართველი ხალხის გამო. მე შევახსენებ პრემიერ-მინისტრს და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომ ისინი უმრავლესობით არ აურჩევიათ საქართველოს მოქალაქეებს. ქართველმა ხალხმა სხვა “ქართული ოცნება” აირჩია, ეს იყო პროდასავლური მათი განცხადებით მოძრაობა, პარტია და ბოლოს შეგვრჩა ანტიდასავლური განცხადებებით გაჯერებული საგარეო პოლიტიკა – აღნიშნა დეკანოიძემ.

იტვირთბა....