ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია 20 ნოემბერს ბოსტონში, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში ლექციას წაიკითხავს

“მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ბოსტონში, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში 20 ნოემბერს ლექციას წაიკითხავს სათაურით: „ავტორიტარული პროპაგანდის დამარცხება.“

შეხვედრას უმასპინძლებს ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც ამ წამყვანი აკადემიური ინსტიტუციის მოწინავე ნაწილია.

ნიკა გვარამია ქალაქ ბოსტონში ნიუ იორკიდან ჩავა, სადაც მას 16 ნოემბერს „პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო“ გადაეცემა. 15 ნოემბერს კი ის ლექციას კოლუმბიის უნივერსიტეტში წაიკითხავს.

იტვირთბა....