ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები – Edison Research-ის ახალი კვლევის შედეგები

გამოქვეყნდა Edison Research-ის ახალი კვლევის შედეგები.

კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება – 37%
ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%
საქართველოსთვის – 9%
ლელო – 5%
გირჩი/დროა – 4%
ლეიბორისტული პარტია – 4%
ხალხისთვის – 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
ალტ-ინფო – 3%
ხალხის ძალა – 3%
მოქალაქეები – 3%
პატრიოტთა ალიანსი – 3%
ევროპული საქართველო – 1%
სხვა – 1%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

იტვირთბა....