ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის” – ნიკოლოზ გინტური გორის საკრებულოს თავმჯდომარეზე

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს პასუხობს.

„მნიშვნელობა არ აქვს სალოცავში ნასვამი მივა, ფხიზელი მივა, ვისაც სალოცავი უყვარს და ეკლესია უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს. არ მომეწონა ეს განცხადება, იმიტომ, რომ 10 წუთის წინ ჩემი ძმის სამძიმარზე იყო და მერე წავიდა და შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის”, – ნიკოლოზ გინტურმა.

შეგახსენებთ, რაზმაძემ „TV მონიტორინგთან“ ინტერვიუში 6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

„რამდენი ვიღაცა დალევს, მერე მოუნდება იქ უნდა გადავიდეს, იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი…“, – თქვა მან.

ამასთან, „ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, რეალობაა, რომ ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატურია და ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს. რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში, იმისთვის, რომ ადამიანმა კანონი უნდა დაიცვას და არ უნდა წავიდეს. მათ რა ჰგონიათ, საკუთარი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვეკუთვნით, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა რაზმაძემ საკრებულოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

იტვირთბა....