“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ევროკომიის გადაწვეტილებაზე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის განცხადების შესახებ, კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი არის ქართველი ხალხის დამსახურება და ამას ხაზს უსვამს ყველა პოლიტიკური აქტორი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გარდა რუსული ოცნებისა, რომელიც, სამწუხაროდ, ხედავთ, მიზანმიმართულად საბოტირებდა ამ პროცესს. თუმცა, მოხარული ვარ, რომ სწორედ ქართველი ხალხის ხმა და ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი და გადამწყვეტი ევროკავშირისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ილია მეორემ ევროკომისიის დასკვნის შესახებ თქვა: „ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.