საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გუშინ ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
6 ნოემბერს ის, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან ერთად, ლომისას ტაძარში იმყოფებოდა.
„თავიდან მოვიდა თუ არა გამაფრთხილებელი გაისროლა, იმის მერე ვისაუბრეთ. დამიზნებით გვესროდა, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა.
მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში. ერთი თქვა დამჭრაო და მოგარტყა დიმიტრიჩ მეთქი და კიო. მერე გადავედი მანქანიდან, გადავიყვანე, ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით,“ – თქვა დოთიაშვილმა.
წყარო: „ტვ პირველი“