“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინიციატივას, რომელიც “ნდობის უფლებამოსილი საბჭოს” შექმნას შეეხებოდა, პარტიაში ეხმაურებია.
„ეს არის ღიმილისმომგვრელი უბრალოდ, როდესაც რაღაცა მისი მცდელობა იყო, რომ რაღაც დაესწრო მიხეილ სააკაშვილისთვის ან “ნაციონალური მოძრაობისთვის.” მან კარგად მოისმინა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, დარწმუნებული ვარ. მოისმინა, რომ სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც შედგება და რომელიც გამოქვეყნდება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოაქვეყნებს “ნაციონალური მოძრაობა.” ეს დოკუმენტი იქნება თავიდან ბოლომდე დამყარებული ერთობის პრინციპებზე.
რაც შეეხება, აი, ამ ნდობის ჯგუფს თუ ნდობის საბჭოს, თუ ვერ გავიგე, თუ კარგად გადაავლებთ თვალს, ნდობის ამ დოკუმენტს არაფერი არ ურევია. რა ვიცი, პარტიის გაუქმებას ითხოვს, პოლიტსაბჭოს გაუქმებას ითხოვს, სამდივნოს გაუქმებას ითხოვს,” – თქვა ბოტკოველმა.
ამასთან, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ინიციატივა გაერთიანებისთვის კარგი გზამკვლევია.
“არ მესმის ივანიშვილის, პუტინის ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს რა კონტრშეთავაზებას უკეთებს ნიკა მელია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან კონკრეტული ინიციატივა წარმოადგინა. ეს არის ერთობის მანიფესტი, რომელიც ერთი მხრივ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით” გავერთიანდეთ და, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ ვხედავთ მომავალ რამდენიმე თვეს ამ გეოპოლიტიკური, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.