ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“ – როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაეწია.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა – ის დაშორდა ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ, რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის,“ – წერს როთი X-ზე.

იტვირთბა....