ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მადრიდში ყოფილ კატალონიელ პოლიტიკოსს ესროლეს – ის კლინიკაშია გადაყვანილი

მადრიდში, სალამანკას რაიონში, ყოფილ კატალონიელ პოლიტიკოსს, კატალონიის სახალხო პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ალეხო ვიდალ-კვადრასს ესროლეს. Politico-ს ცნობით, მას სახეში ესროლეს და ყბის არეში დაიჭრა. ცნობილია, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილი პოლიციას გადაკეტილი აქვს. ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, არავინ დაუკავებიათ. არსებული ინფორმაციით, ალეხო ვიდალ-კვადრასს მოტოციკლით მოძრავმა პირმა ესროლა.

ცნობისთვის, ალეხო ვიდალ-კვადრასი კატალონიის სახლახო პარტიას 1991-1996 წლებში ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე კი ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო.

იტვირთბა....