ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღარიბაშვილი შეეცადა, დღევანდელი დღე საკუთარ მიღწევად გაეფორმებინა” – სამადაშვილი

“ღარიბაშვილი ადგა და შეეცადა, რომ დღევანდელი დღე საკუთარ მიღწევად გაეფორმებინა” – განცხადება “ლელო საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “დღის ამბებთან” გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დღევანდელი გამარჯვებისა, მმართველი პარტია საკუთარი პროპაგანდის გავრცელებას ცდილობდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და რეფორმების გატარებაა საჭირო.

დღეს ვნახეთ, რომ ღარიბაშვილი დადგა და საკუთარი პროპაგანდისთვის ძალიან შეეცადა, რომ საკუთარ მიღწევად გაეფორმებინა დღევანდელი დღე, მაგრამ რეალობა ხომ სხვა არის. რეალობა არის ის, რომ ამ ხელისუფლებამ არ გაატარა ის რეფორმები, რაც ქვეყანას სჭირდებოდა. დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენი ადგილი არის ევროპულ სახლში და იმისთვის, რომ თქვენ ეს ადგილი დაიკავოთ, უნდა გადადგათ კიდევ არაერთი ნაბიჯი. დღეს ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაწევრიანების გზაზე წინ პროგრესი ძალიან გრძელი პროცესიაო და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნება” გაიშიფრა, რომ მისი საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხის და ევროკავშირის დამსახურებით წინ გადადგმული ნაბიჯი საკუთარ დამსახურებად მიიწეროს და აქვე ხელი დაიბანოს, რომ რაიმე სხვა პროგრესს ვინმე უნდა ელოდებოდეს მომავალში – აღნიშნა სამადაშვილმა.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

იტვირთბა....