ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს” – ჰერჩინსკი

“როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“მეორე მხარეს გვყავს ევროკავშირი, 27 წევრი ქვეყნით, რომლებმაც უნდა დაიწყონ მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ მიიღონ რამდენიმე, შესაძლოა 10 წევრი ქვეყანა, რა დრო იქნება საჭირო ამისთვის, ამას ვნახავთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ორივე მხრიდან წინსვლას დავიწყებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ აღვნიშნოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღება ხდება მაღალ დონეზე, პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ დადებითი რეკომენდაციები იქნას განხორციელებული, რომელიც გაცემულ იქნა ევროკომისიის მიერ. შესაბამისად, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში. პოლიტიკური ძალები საქართველოში უნდა გაერთიანდნენ, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ერთხმად უნდა ისაუბრონ. ინკლუზიურობა არსებობს და ასევე თანამშრომლობა, ორივე უნდა იყოს დაცული“ – განაცხადა ელჩმა.

იტვირთბა....