„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
მან ევროკავშირს მიმართა.
ნათელაშვილის თქმით, „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დასანქცირდება და ჩააბარებს მიტაცებულ ძალაუფლებას“.
„ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ამ წუთისთვის მიტაცებული და პრივატიზირებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი წარმომადგენელ ოლიგარქის მიერ, ხოლო ევროკავშირის კანდიდატობა სტატურალურად და საერთაშორისო სამართლით, ენიჭება სახელმწიფოს და არა ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს, რომელიც, რა თქმა უნდა, ღირსია ყველა სიკეთი, ჩვენს შემთხვევაში.
შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ სტატუსის მინიჭება იქნება კრემლის მიმართ გახორციელებული რევერანსი და ივანიშვილისთვის ყველა ცოდვის ჩამოწერა, რაც მან ჩაიდინა ათწლეულების განმავლობაში, აგრეთვე წაქეზება, რომ უახლოეს ხანში ისევ გააყალბოს არჩევნები და დარჩეს სამუდამო მმართველად.
დღეს მივმართეთ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მოხდება ოლიგარქ ივანიშვილის სრული დანსაქცირება და ის ჩააბარებს უკანონოდ მიტაცებულ ძალაუფლებას. სხვა შემთხვევაში, ეს ევროკავშირს და საქართველოს მოუბრუნდება ბუმერანგივით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.