ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მისმა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას და ალყაშემორტყმული სანაპირო ტერიტორია ორად დაყვეს.
ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, როდესაც ჯარები ალყაში აქცევდნენ ქალაქს.
“დღეს არის ჩრდილოეთი ღაზა და სამხრეთი ღაზა”, – განუცხადა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს. მას უწოდა “მნიშვნელოვანი ეტაპი” ისრაელის ომში “ჰამასის” მებრძოლთა ჯგუფის წინააღმდეგ.
ისრაელის მედია იუწყება, რომ ჯარები ღაზაში 48 საათში შევლენ.