ღვთის სახელით, გთხოვთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
“ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” – აღნიშნა რომის პაპმა.