ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

🎥 „მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს“ – სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან, ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

„ ➡ მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს.
➡ მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.
➡ ეს სრულიად მიუღებელია და ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.
➡ მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.
➡ მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ. ასევე, ირაკლი ბერაიამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა თეონა აქუბარდიას.

იტვირთბა....