სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან, ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ. ასევე, ირაკლი ბერაიამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა თეონა აქუბარდიას.

