ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება” – აზერბაიჯანის პრემიერი

“თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა.

“ბატონო პრემიერ – მინისტრო, მოგესალმებით ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს და ძირითადად მე მინდა მადლობა გადავუხადო პატივცემულ პრემიერ – მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეს ჩემ მიმართ და ასევე კიდევ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის მიმართ.
მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა“ – განაცხადა ალი ასადოვმა.

იტვირთბა....