ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებას და ამ საკითხის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საჩუქარს წარმოადგენს ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდისთვის.
ვადევნებთ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დისკუსიას, “ევროპული საქართველოს” გარდა და ეს დისკუსია საზიანოა, რადგან იმიტომ, რომ წარმოადგენს საჩუქარს ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდისთვის.
გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანას ქართული ოცნების შეცვლის გარდა ვერაფერი უშველის, მათ შორის ვერც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ევროპული საქართველოს მოწოდებაა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოები. ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე, ჩვენ ვერაფერი ვერ გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი და ეს თავის მართლება და გულზე მჯიღის ცემა, რომ მეც მინდა სტატუსი, არის თავის მოტყუება ან აყოლა პუტინისტური პოლიტიკის პროპაგანდის. რეალურად, ოპოზიციას არ აქვს გავლენა ამ პროცესზე. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება იმისთვის, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, არ მოტყუვდეს ნაწილიც კი საზოგადოებისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლა არ არის ისე დრამატული აუცილებლობა და თუ ვერ მივიღეთ, უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ტრაგიკული. შემდეგი არჩევნებისას შევცლით ამ ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და გაწევრიანების პროცესსაც დავიწყებთ, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას დავუახლოვდებით რეალურად”. – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერია ასევე გამოეხმაურა ორ გავრცელებულ არგუმენტს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების სასარგებლოდ.
არგუმენტი იმისა, რომ პუტინისტური ხელისუფლების პირობებში, სტატუსი რამისგან გვიცავს, არის სრული აბსურდი. კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის ნატოს წევრობა. ნატოს წევრობის შემთხვევაშიც, თუ მთავრობა არ გყავს, რომელსაც ქვეყნის დაცვა უნდა, მარტო ეგ არ გიშველის, მაგრამ ავტომატურად გეხმარება საფრთხეებისგან დაცვაში, კანდიდატობა ასეთი ვერ არის. და მეორე, თითქოს გეოპოლიტიკური ფანჯარა ახლავე, ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება დაიხუროს და ბევრად ჯობია რომ სტატუსი ახლა მივიღოთ. ესეც შეცდომაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ევროკავშირის ვალდებულება შემდეგ მიგიღოს. და ეს ფანჯარა ყველა მონაცემით, რაც ჩვენ გვაქვს, ახლა არ დაიხურება, თუ დაიხურა, მაშინ სტატუსიც აღარ გვიშველიდა”. – თქვა მან.