ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივეჩვიეთ, რომ კობახიძის პირიდან ყველაფერი ამოდის, ფარცხალაძის შემთხვევაში გული აუჩუყდა” – ჯაფარიძე

„ის, რომ დღემდე ერთი რუსი ჯაშუშიც რომ არ გამოუვლენია, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ არც კი არსებობს მცდელობა, ქვეყანაში გამოვლენილი იქნას რუსული აგენტურული ქსელი,“ – ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „დღის ამბებთან“ გააკეთა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სუს-ის უფროსის პარლამენტში დახურულ რეჟიმში მოსმენითაც კი დეპუტატები რეალურ ინფორმაციას ვერ მიიღებენ. ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები „ტანით გადაეფარნენ“ აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების“ საყრდენია. 

ის, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს დიდად აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში და მის კავშირებში რუსულ სპეცსამსახურებთან, ეს გასაკვირი არ არის, ეს „ქართული ოცნების“ ხაზია.
სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, როცა ვნახეთ, როგორ მოხდა ფარცხალაძის დაცვა – ტანით გადაეფარნენ – კობახიძე …
არჩევნებამდე შეეცდებიან, რომ რაიმე აბსურდული, ქვეყნისთვის დამზიანებელი თემა წამოწიონ, ესეც არ არის გასაკვირი… მივეჩვიეთ, რომ კობახიძის პირიდან ყველაფერი ამოდის… ფარცხალაძის შემთხვევაში გული აუჩუყდათ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია აშშ-მა,“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

იტვირთბა....