ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფოიერვერკების აკრძალვაზე საუბარი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს” – სუბარი

ფოიერვერკების აკრძალვაზე საუბარი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს – ამის შესახებ შესახებ “ხახლის ძალის” წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ძნელი დასაჯერებელია, რამდენი ადამიანი მომმართავს ხოლმე. ქუჩაში გაივლი, დაგინახავენ პარლამენტის წევრს და გეუბნებიან, რამე გვიშველეთ ამ ხმაურთან დაკავშირებითო. განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტს ვიღებთ. რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის ამის აღსრულება, ილუზია ვერ გვექნება, რომ ასპროცენტიანი აღსრულება მოხდება, მაგრამ მოუფრთხილდებიან, განსაკუთრებით რესტორნები, ბარები. ცხადია, ეს შედარებით მარტივი გასაკონტროლებელი და აღმოსაჩენია, ვიდრე სადღაც ვიღაც ფოიერვერკს რომ ისვრის. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ აღმოჩენის შემთხვევები მზარდია და უფრო გაიზრდება. ამ კანონპროექტს მივესალმები და მხარს ვუჭერ. ფოიერვერკების აკრძალვაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს. ეს ნახევრად ხუმრობით“ – განაცხადა სოზარ სუბარმ

იტვირთბა....