ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ვინც ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მხარს უჭერს სიძულვილს” – შალვა პაპუაშვილი

“მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ვინც ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მხარს უჭერს სიძულვილს” – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“თქვენს ტელევიზიებში თუ ვინმე გაასაჩივრებდა ვთქვათ სიძულვილის ენის საკითხს ან ტერორიზმისკენ მოწოდებას, არ დააკმაყოფილებდით ამ საჩივარს და ამით მორჩებოდა, დაიხურებოდა საკითხი ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად. შემდეგი ინსტანცია იქნება მარეგულირებელი კომისია და ვინაიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები ყველა ავტომატურად შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში, ასევე დაემატება სასამართლო ინსტანცია. ასე რომ, ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელიც ჩვენთან მოქმედებს და ჩვენ ვხედავთ, ყველა ვინც ეწინააღმდეგება ასეთ ცვლილებებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მეორე, მხარს უჭერს სიძულვილს, ტერორიზმს და უხამსობას“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....