ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილი თავისი ტექსტით გუშინ გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე” – კობახიძე

“სალომე ზურაბიშვილი თავისი ტექსტით გუშინ გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე” – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტზე განაცხადა.

“განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას. ყველაზე საინტერესო იყო, რომ, მოგვიანებით ვნახე, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე თვის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი, პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. ეს იყო ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....