ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“განგაშის ზარია შემოსაკვრელი! სიძულვილის ენის რეგულირებას, უხამსობის რეგულირება დაამატეს და ასე მიიღეს ცვლილებები” | მარიკაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონზე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში მაუწყებლობის შესახებ კანონზე პოსტს აქვეყნებს.

„განგაშის ზარია შემოსაკვრელი!
სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულირებას, უცებ უხამსობის რეგულირება დაამატეს და პირველი მოსმენით ესე მიიღეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. უხამსობის რეგულირების საკითხი ინიცირებულ ვერსიაში არ იყო, პირველი მოსმენით მიღების წინ ჩაემატა.
დიდი საფრთხეა ეს მედიის თავისუფლებისთვის!“, – წერს ის.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.

იტვირთბა....