[su_quote] თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, ადამიანები რატომ? იმიტომ რომ არავის არ უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას, ამაზე აღარ მინდა დეტალურად ვისაუბრო და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ. ხალხმა თქვენ სხვათა შორის აგირჩიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინცაა. მაგრამ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. [/su_quote]
– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.