” მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ, ისე ადამიანურ და მეგობრულ დონეზე” – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა განაცხადა.
“პირველივე დღიდან იყო საჯარო დაგმობა, სოლიდარობა, რომლიც დადასტურდა საჯაროდაც და პირად შეხვედრებზეც, რომელიც მქონდა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, სხვადასხვა მინისტრებთან, პარლამენტის სპიკერთან. დღეს მქონდა სხვა შეხვედრები პარლამენტში ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, რომელსაც გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ დონეზე, ისე ადამიანურ, მეგობრულ დონეზე“ – განაცხადა ელჩმა.

