ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სუს-ში გამოკითხვაზე ჩვენი თანამშრომელი დაიბარეს“ – დოკუმენტური კინოს ასოციაცია

დოკუმენტური კინოს ასოციაციის ცნობით, ასოციასიის თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

უწყების თქმით, ჩუტკერაშვილი 26-29 სექტემბერს ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც East-West Management Institute-მა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა.

„სუსი აცხადებს, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც “გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში”.

დოკუმენტური კინოს ასოციაცია და ადამიანები, რომლებიც ვდგავართ მის უკან, მარიამ ჩუტკერაშვილის ჩათვლით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციას და თითოეულ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებების არათუ ინტერესი არ გვაქვს, ჩვენი ღირებულებებით ვეწინააღმდეგებით ძალადობას.

ამ პროცესს მივიჩნევთ აბსურდად, ხოლო ჩვენი კოლეგის ამ პროცესში ჩართვას – მავნებლობად და უსამართლობად. ჩვენი კოლეგისა და ტრენინგის სხვა მონაწილეთა სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას აღვიქვამთ, როგორც ზეწოლას კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე და ქმედებას თავისუფალი შემოქმედებითი გამოხატვის წინააღმდეგ“, – აღნიშნავენ ასოციაციაში.

შეგახსენებთ, სუს-მა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბერში “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” იგეგმება.

იტვირთბა....