ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

„ბრიუსელში სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია“

ბრიუსელის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ტერორისტს, რომელმაც გუშინ ბელგიის დედაქალაქში ორი ადამიანი მოკლა.

BBC-ის ცნობით, ოფიციალურად ჯერ მისი ვინაობა არ დადასტურებულა, თუმცა სამართალდამცავებმა მას აღმოუჩინეს ზუსტად იმ ტიპის იარაღი, რომლითაც თავდამსხმელი მოქმედებდა.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბრიუსელის ცენტრში სროლა გუშინ გვიან ღამით მოხდა და შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ISIS-ის წევრია და „მუსლიმებისთვის შურს იძიებს“.

იტვირთბა....