ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვიხალისე… ალბათ, აივანზეც აღარ გადმოდგება“ – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიხალისე… კარგი იქნება თუ ახსნის, რას ნიშნავს არ გადმოვდგები. ალბათ აივანზეც აღარ გადმოდგება იმიტომ, რომ ხალხის დანახვაც აღარ უნდა… არ გადმოვდგები არ ვიცი რას ნიშნავს … მე როცა თვალებში ჩამხედა, მაშინ დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ის პატარა კაცები ვართ, რომლებმაც ის დაიცვეს, იმ პატარა კაცებისგან, თვითონ რომ შეიწყალა და მოიყვანეს პრეზიდენტად.

სალომე ზურაბიშვილისგან როგორ უნდა გეწყინოს რამე. აქ საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი გამოსვლები აწარმოოს. რას იზამს – ალბათ პრემიერმინისტრს შეცვლის და ვაშაძეს დაინიშნავს…“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტისა, ის „ქართული ოცნების“ ოცნებას არ აასრულებს; „არც გადადგება, არც გადმოდგება“.

იტვირთბა....