ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში” – ერდოღანი

ღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

“ღაზაზე არაპროპორციულმა და უსაფუძვლო თავდასხმებმა, შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ისრაელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის თუ იქცევა როგორც ორგანიზაცია და არა სახელმწიფო, მას საბოლოოდ დაუწყებენ ისე მოპყრობას, როგორც ორგანიზაციას“ – აღნიშნა ერდოღანმა თავისი პარტიის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....