ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისრაელი მეორე ფრონტის გახსნის საშიშროების წინაშეა: ბრძოლებში ლიბანიდან “ჰეზბოლა” ჩაერთო – ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლა

უკვე მე­სა­მე დღეა, რაც ლი­ბა­ნი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით თავ­დას­ხმე­ბი და­ი­წყო. სამ­შა­ბათს, ლი­ბა­ნის ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰეზ­ბო­ლამ” ავი­ვი­მის რა­ი­ონ­ში, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნას ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი რა­კე­ტა ეს­რო­ლა. ის­რა­ელ­მა ლი­ბა­ნის თავ­დას­ხმას სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლით უპა­სუ­ხა.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, “ჰეზ­ბო­ლამ” 15 რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა, რო­მელ­თა­გან ოთხის შე­ჩე­რე­ბა მო­ხერ­ხდა, 10 კი ღია სივ­რცე­ში ჩა­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

კვი­რას ჰეზ­ბო­ლამ რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტა ეს­რო­ლა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო პო­ზი­ცი­ებს სა­და­ვო სა­ბა­ას მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში/დო­ვის მთა­ზე, რა­საც “პა­ლეს­ტი­ნის სო­ლი­და­რო­ბის აქტი” უწო­და.

მა­ნამ­დე “ჰეზ­ბო­ლამ” მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს და თქვა, რომ მისი “ია­რა­ღე­ბი და რა­კე­ტე­ბი” მათ­თა­ნაა.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ლი­ბა­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­აფრ­თხი­ლა და ომში ჩარ­თვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ცნო­ბის­თვის, “ჰეზ­ბო­ლა“ ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ში­ი­ტუ­რი ის­ლა­მის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც 2006 წელს ერ­თთვი­ან ომს აწარ­მო­ებ­და ის­რა­ელ­თან. იგი სამ­ხედ­რო წვრთნას, შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და ფი­ნან­სებს ირა­ნი­დან, ხოლო პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას სი­რი­ის­გან იღებს.

იტვირთბა....