ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს – აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
როგორც ცნობილია, სამიზნეს საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი წარმოადგენდა.
ეს „ჰეზბოლას“ მიერ რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევა არ არის მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს სამხრეთიდან „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს.