შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“შოლცმა რა დააშავა, შოლცი რატომაა ცუდი?! ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი იყო ევროპაში ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და იმასთანაც გააფუჭეს ურთიერთობა, ან მაკრონი რატომ არ არის იგივეს გამკეთებელი?! შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! გერმანია და საფრანგეთია წარმმართველი ძალა ევროპაში, ის, რომ ორბანი უკრაინას დაბლოკავს და ამის გამო სტატუსს მივიღებთ, ეს არის ახალი შეთქმულების თეორია და სისულელე. შეასრულეთ რეკომენდაციები, შემოიტანეთ კანონები, რაც ინიცირებული გვაქვს, მივიღოთ, ხუთ დღეშია შესაძლებელი, ეს არის ევროპისკენ გზა და არა ორბანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აკეთებს იმას, რაც რუსეთს უნდა.
რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი და იმის ნაცვლად დაჩქარებული ცვლილებები ამაზე შემოვიდეს, “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა ცვლილება კარვებთან დაკავშირებით, კიდევ თურმე პრიორიტეტული ყოფილა ორი ვიცე-სპიკერის დამატება და კობახიძე რომ გამოვა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ. ასევე, კენჭისყრა ღია იქნება თუ დახურული, ეს ყოფილა პრიორიტეტული. ანუ რა გვითხრა “ქართულმა ოცნებამ”? – გვითხრა, თქვენი კანდიდატის სტატუსიც და ევროპაც ცალ ფეხზე მკიდიაო”- განაცხადა მანჯგალაძემ.