ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც შეეხება იმას, რატომ არ ხვდება ორბანი ოპოზიციას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს ეს მოესურვება ოპოზიციაში, არ არის მიზეზი, რომ შეხვედრა დაიგეგმოს” – სარჯველაძე

რაც შეეხება იმას, რატომ არ ხვდება ორბანი ოპოზიციას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს ეს მოესურვება ოპოზიციაში, არ არის მიზეზი, რომ შეხვედრა დაიგეგმოს – ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ძალიან სერიოზულია მხარდაჭერა, ძალიან სერიოზულია მნიშვნელობა საკითხისა, რომელთან დაკავშირებით ცხადი და მკაფიო მხარდაჭერა იქნა გამოხატული. ახლა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან უშუალო მოლაპარაკებების, უშუალო დისკუსიის, უშუალო თანამშრომლობის დროა ყველაზე მეტად და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გამორჩეულად წარმატებულია თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს უნგრეთთან. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ ასეთი დამოკიდებულების, რადგან ეს არის აღიარება საქართველოს წარმატებისა და დამსახურებისა, რათა მან მოიპოვოს დამსახურებულად, სამართლიანად კანდიდატის სტატუსი. ამ დროს, როცა შეფასება და გადაწყვეტილებები ახლოვდება, ასეთი მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა სარჯველაძემ.

იტვირთბა....