მოვითხოვ, მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ! – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა და შეშფოთება გამოხატა ღაზას სრული ალყის გამო.
„მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ“ – განაცხადა რომის პაპმა.