ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კორძაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა.

“10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ცნობები გავრცელდა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არის ცრუ ფაქტების გავრცელება. ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან, მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს ფულის გათეთრება ხდებოდა“ – აღნიშნა ადვოკატმა.

იტვირთბა....