ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა, ჰყავს საიმედო პარტნიორები და ჩვენ ამ ომს წარვმართავთ ისე, როგორც საჭიროა” – ჰადას მეიცადი

ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა, ჰყავს საიმედო პარტნიორები და ჩვენ ამ ომს წარვმართავთ ისე, როგორც საჭიროა –  ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ დროისთვის ისრაელში. მნიშვნელოვანია თითოეული მხარდაჭერა და გამხნევება ჩვენთვის. სტუდიაში მოსვლამდე ბოლო ინფორმაცია მივიღე, რომლის თანახმად ჰამასის მხრიდან ისევ დაიწყო შეტევები ისრაელში. ჩვენ მოვახერხეთ აღვადგინეთ კონტროლი ღაზას გასწვრივ, სასაზღვრო ხაზზე. ამ დროის მონაცემებით 700 ისრაელის მოქალაქეა გარდაცვლილი და 2000-მდეა დაჭრილი, მათ შორის ბავშვებიც არიან…“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ.

იტვირთბა....