სლოვაკეთში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, წინასწარი მონაცემებით, სლოვაკეთში, ჰუმენის მახლობლად იყო.
ბიძგები იგრძნობოდა უჟგოროდში და მუკაჩევოშიც. ადგილობრივი მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბიძგები თითქმის მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.