ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდასხმა ისრაელზე – დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

The Times of israel-ის ცნობით, ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ექვსი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ისრაელში საომარი მზადყოფნა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის. ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები მიიტანეს. მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა” ასობით რაკეტა ისროლა.

საჰაერო განგაში ამ დრომდე ჩართულია თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. აშქელონში, გედროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.

მომხდარის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ისრაელში მცხოვრები ქართველები “მთავარ არხს” დილიდან უკავშირდებიან და ცხელი წერტილში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდიან. მათი დიდი ნაწილი თავშესაფრებში იმყოფებიან.

იტვირთბა....