საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი და საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“მგონი, საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან. ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა რთულია. დარწმუნებული ვარ, სერიოზული პასუხი არ იქნებოდა. კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული პროცედურა – საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი და ამაში საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს, რომ ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა. ამიტომ, ეს განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და სერიოზული პანიკა, შეფასება სწორად არ მიმაჩნია“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.