Business ახალი ამბები მთავარი

ბაზისბანკის მხარდაჭერით ავლაბარში მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ შენდება

ბაზისბანკის მიერ გრძელდება დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ შენდება.

„არსენალი რეზიდენსი“ მოიცავს 4 დამოუკიდებელ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, რომლის მშენებლობაც 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. ბაზისბანკის მიერ პროექტის განსახორციელებლად გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს.

ბინების გარდა, კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, სპა და ფიტნესის სივრცეები, 500 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე, რესტორანი, სუპერმარკეტი, აფთიაქი და
ბანკი, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს, ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღონ სასურველი სერვისი.

პროექტის პირველი ბლოკი 2024 წლის დეკემბერში სრულდება და მობინადრეებს პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სარგებლობას სთავაზობს. განაცხადის
შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს. ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.“ – არსენალი რეზიდენსის დირექტორი, ლევან ქარუმიძე.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე.“ – ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

იტვირთბა....