ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?“ – სამნიძე ნინო წილოსანს

[su_quote] ძალიან მხატვრული კითხვით მოვისმინეთ ქალბატონი წილოსანის გამოსვლა და ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს ?

იარაღით მემუქრებიანო და ვინ გემუქრებათ იარაღით? თქვენც ხომ არ დაგიბერათ ამ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? სანქციების გამო, საზოგადოებრივი განწყობის გამო, ახალგაზრდების გამწყობების გამო. ამან ხომ არ შეგაშინათ და შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ. ახლა გადახვედით კანონების ცვლილებაზე და აქციების აკრძალვით ფიქრობთ, რომ ფონს გახვალთ? [/su_quote]

– ასე მიმართა დღეს, პარლამენტი სხდომაზე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ნინო წილოსანს.

იტვირთბა....