[su_quote] ის [კობახიძე] რომ იქნება [პრეზიდენტი] , ამის საფუძველს არაფერი არ მაძლევს, მაგრამ მას ასე სჯერა. მოსაზრება არ არის, ზუსტად ვიცი, რომ ამ წუთის მდგომარეობით, მას გარანტიები მიღებული აქვს. მან იცის, მისთვის ნათქვამი აქვთ, რომ მიიყვანე ეს საქმე ბოლომდე და ეგ თანამდებობა შენია. ეს რომ ასე იქნება, ამაში არ ვარ დარწმუნებული. იმ კაცს, ვინც მას შეჰპირდა, გადაგდებები სჩვევია და ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, მაგრამ ახლა ამ წუთის მდგომარეობით ეს გაგიჟება და მოწადინება კობახიძის მხრიდან ამით არის მოტივირებული. [/su_quote]
– განაცხადა თინათინ ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.