ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს, არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული” – ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ჩარტებზე

პრემიერმა პირველი კომენტარი გააკეთა სამთავრობო ჩარტებზე . ის ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არასოდეს უსარგებლიათ.

„ მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ სკანდალური ჩარტერის თანხა პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

იტვირთბა....