ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.კონფლიქტი, რომელიც ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა“ – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

იტვირთბა....