ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა” – ედგარს რინკევიჩსი

“საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა” – აღნიშნულის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი” – განაცხადა რინკევიჩსმა.

იტვირთბა....